თბილისის ზღვის მარცხენა მხარეს, თემქის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძო პირებმა უკანონოდ შემოღობეს მიწის ნაკვეთები, რასაც მოჰყვა მოსახლეობის უარყოფითი რეაქცია. ტერიტორიები მთლიანად დაფარულია ფიჭვებით, ადგილობრივები შიშობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიები უკანონოდ იქნა მითვისებული და მრავალწლოვან ნარგავებს, სავარაუდოდ, გაჩეხვა ემუქრება.
თემქის მესამე მიკროს მაცხოვრებლებმა დახმარებისათვის “ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” მიმართეს.
მართალია, ამ ეტაპზე არც რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება და არც გამწვანება ზიანდება, თუმცა შიში იმისა, რომ მიწები უკანონოდ არის შემოსაძღვრული და სამომავლოდ ფიჭვებს განადგურება ემუქრება, საკმაოდ ლოგიკურია.
იურიდიული განყოფილება მოსახლეობასთან აქტიურ კონსულტაციებს გააგრძელებს და ყოველი ახალი ინფორმაციას მათვის ხელმისაწვდომს გახდის.
Комментариев нет:
Отправить комментарий