Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 февраля 2011 г.

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” დახმარებისათვის რუსთავის მოსახლეობამაც მიმართა

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ აქტიური საქმიანობა ქვემო  ქართლის რეგიონშიც დაიწყო. ქალაქ რუსთავიდან მიღებული ზარის შემდეგ, ოპერატიული ჯგუფი რუსთაველის # 39-ში გავიდა. სადაც ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ ხეების უკანონო მოჭრის და მწვანე ნარგავების განადგურების ფაქტი დააფიქსირა.














მოსახლეობის თქმით, ნდ.მეწარმე კოპაძემ უკანონოდ გაანადგურა მწვანე ნარგავები. კორპუსის მცხოვრებთა განცხადებით, სარიტუალო კომპანია, რომელსაც კოპაძე ხელმძღვანელობს, ამ დრომდე განაგრძობს უკანონო ქმედებებს.













,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ აქტიურად დაიწყო ზემოაღნიშნულ სიტუაციიდან გამომდინარე, მოსახლეობისთვის დახმარების გზების ძიება, ამისათვის კი უახლოეს დღეებში იგეგმება წერილების გაგზავნა ქალაქ რუსთავის მერიის შესაბამის სამსახურებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий