Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

среда, 16 февраля 2011 г.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” კასპელებს კიდევ ერთი პრობლემა მოუხსნა

კასპში  "მაგნუმ-გრუპის" კუთვნილი საწარმოს ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი საშინელი ხმაური მოსახლეობას  აღარ შეაწუხებს.
 ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ დახმარებით ეს პრობლემაც მოგვარებულია.


















2010 წლის 5 თებერვალს,  ცენტრის  თანამშრომლები კასპში არსებულ ცემენტის გადამამუშავებელ საწარმო "მაგნუმგრუპს" "გარემოს დაცვის ინსპექციის"  წარმომადგენლებთან  ერთად ესტუმრნენ და  შეთანხმდნენ, რომ საწარმოს ამუშავების შემდეგ, ხმაურის საზომი სპეციალური აპარატით საწარმოდან გამომავალი ხმაური გაიზომებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ხმაურის არსებული დონე რეალურად გადააჭარბებდა დადგენილ ნორმებს, ,,მაგნუმ-გრუპის’’ ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში  ხმაურის ჩამხშობი მოწყობილობის დამონტაჟება მოუწევდა.
გამოვლენილ დარღვევებზე გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების მიერ 2010 წლის 4 მაისს შედგენილი იქნა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის  მოთხოვნათა შემოწმების შესახებ აქტი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. აღნიშნული ოქმი განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” 24 ივნისს გარემოს დაცვის ინსპექციისაგან წერილი მიიღო. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ  შპს ,,მაგნუმგრუპი’’ -ის კუთვნილი საწარმო საქმიანობას აწარმოებდა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის პირობების დარღვევით. ლაბორატორიული ანალიზის შედეგებმა დაადგინა, რომ საწარმოს ტერიტორიაზე გადამეტებულია ხმაურის დონე.
კასპის მოსახლეობამ დიდი მადლობა გადაუხადა ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელს ბატონ გიორგი გაჩეჩილაძეს ცენტრის მიერ გაწეული დახმარებისთვის.
ასე რომ, კასპელებს დღეიდან მშვიდ და წყნარ გარემოში მოუწევთ ყოფნა.

Комментариев нет:

Отправить комментарий