Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 февраля 2011 г.

ეკოლოგიური სამართლის ცენტრის პრეზენტაცია

5 ივნისს ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის - "ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" პრეზენტაცია გაიმართა.
ცენტრი არაპოლიტიკური, საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და დაკომპლექტებულია კვალიფიციური ეკოლოგებით, იურისტებით და ადვოკატებით, აგრეთვე ეკოლოგიურ დარღვევებზე მომუშავე ოპერატიული რეაგირების გამოცდილი მუშაკებით
ცენტრი მოქმედებს "საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლით" დადგენილი ადამიანის ეკოლოგიური უფლებების საფუძველზე. მისი ძირითადი ფუნქციაა:
1. ოპერატიული რეაგირება მოახდინოს ნებისმიერ ეკოლოგიურ დარღვევაზე (მწვანე ნარგავების, ბაღებისა და პარკების განადგურება, უკანონო მშენებლობები, ხმაური, უხარისხო კვების პროდუქტები, გარემოს დაბინძურება და სხვა);
2. გაუწიოს მოსახლეობას უფასო იურიდიული კონსულტაცია მათი ეკოლოგიური უფლებების დარღვევის შემთხვევაში;
3. მოსახლეობას გაუწიოს უფასო საადვოკატო მომსახურება სასამართლოებში;
4. საქართველოს ბუნების ხელყოფის შემთხვევაში დაიცვას საქართველოს ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში;
5. ჩაატაროს გარემოს მდგომარეობის დამოუკიდებელი მონიტორინგი და შესაძლო დარღვევების წინასწარი პროფილაქტიკა.
ცენტრთან მუშაობს სატელეფონო ცხელი ხაზი, რომლითაც მოსახლეობას შეუძლია 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია ნებისმიერი ეკოლოგიური დარღვევის შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 38 69 78.

Комментариев нет:

Отправить комментарий