2012 წლის 15 მაისს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროსთან არასამთავრობო
ორგანიზაციებმა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’
,,ადამიანის უფლებათა ცენტრმა’’,
,,მწვანეთა მოძრაობა -დედამიწის მეგობრებმა’’, ,,მწვანე ალტერნატივამ’’, ,,ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგამ’’ ,,ეკოტეკმა’’
,,ენერგოეფექტურობის ფონდმა’’
,,საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებმა’’ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწყებული
მშენებლობასთან დაკავშირებით აქცია-
პრესკონფერენციას გამართეს.
5 მაისიდან დაიწყო საუკუნზე მეტი ხნის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განადგურების
პროცესი. მოიჭრა ასეულობით ხე. ბაღი, რომლის შექმნაც 1840 წელს დაიწყო და და თავს იწონებს ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის, ამერიკის და
სხვა
ადგილებიდან შემოტანილი რელიქტური
და ენდემური
მცენარეებით, ნადგურდება. ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ ბოტანიკურ ბაღში სამუშაოების დამკვეთი კომპანიაა შპს „ანაკლია-განმუხური
რესორტი“, სამუშაოებს კი ასრულებს კომპანია ,,სანი’’. კომპანიაში წარმოდგენილი პროექტის
მიხედვით, ამ
ეტაპზე, მხოლოდ ერთკილომეტრიანი ველოტრასის მშენებლობა იგეგმება. „სანის“ წარმომადგენლების განცხადებით, იგეგმება ტრასის გაფართოებაც და
იგი ბოტანიკური ბაღის მთელ
რადიუსში გაკეთდება. პროექტისვე
მიხედვით, ველოტრასა
ბაღის შიდა
ტერიტორიაზეც შეაღწევს, რაც ბოტანიკური ბაღის განადგურებას გამოიწვევს.
,,ზუგდიდის
ბოტანიკურ ბაღს გააჩნია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, აქედან
გამომდინარე, მშენებლობის პროექტი უნდა შეთანხმებულიყო
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან. აღნიშნულ სააგენტოში შექმნილია სპეციალური
საბჭო, რომელიც განიხილავს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტებზე
მშენებლობების და რეკონსრტუქციული სამუშაოების მიზანშეწონილობას. მას შემდეგ, რაც
საბჭო განიხილავს წინადადებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის პროექტის
მიზანშეწონილობაზე, კულტურული
მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ნებართვების სამსახური გასცემს შესაბამის
ნებართვას მშენებლობაზე ან ობიექტის რეკონსტრუქციაზე. არცერთი სტადია
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს არ გაუვლია.
,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ
მჟავანაძის განცხადებით: ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურთა ქმედება
ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
განადაგურების ფაქტი, აღნიშნული ქმედება კი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 2592-ე მუხლით. ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ მასალები მთავარ
პროკურატურაში და კულტურის და ძეგლთა
დაცვის სამინისტროში’’.
აქციის
დასასრულს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
სახელზე შედგენილ განცხადებას ხელი მოაწერეს და სამინისტროს კანცელარიაში ჩააბარეს
მოთხოვნა: შეჩერდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განადგურება.
Комментариев нет:
Отправить комментарий