ამ დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მორიგი
ვანდალური აქტის განხორციელება, ამჯერად, საუკუნზე მეტი ხნის ზუგდიდის ბოტანიკური
ბაღის მიმართ. ბაღი, რომლის შექმნაც 1840
წელს დაიწყო და და თავს იწონებს ინდოეთის, იაპონიის, ხმელთაშუაზღვისპირეთის,
ამერიკის და სხვა ადგილებიდან
შემოტანილი რელიქტური და ენდემური მცენარეებით, ნადგურდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ ბოტანიკურ
ბაღში სამუშაოების დამკვეთი კომპანიაა შპს „ანაკლია-განმუხური რესორტი“, რომელიც პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის მეორე
სართულზეა განთავსებული. სამუშაოებს კი ასრულებს კომპანია ,,სანი’’. კომპანიაში წარმოდგენილი პროექტის მიხედვით,
ამ
ეტაპზე,
მხოლოდ ერთკილომეტრიანი ველოტრასის მშენებლობა
იგეგმება.
„სანის“
წარმომადგენლების განცხადებით, იგეგმება ტრასის გაფართოებაც და იგი ბოტანიკური ბაღის მთელ რადიუსში გაკეთდება.
პროექტისვე მიხედვით, ველოტრასა ბაღის შიდა ტერიტორიაზეც შეაღწევს,
რაც ბოტანიკური ბაღის განადგურებას გამოიწვევს.
აღნიშნულ
საკითხთან დაკავშირებით, პრესკონფერენცი გამართა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“
თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელმაც
საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შემდეგი განმარტება მისცა: ,,ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს გააჩნია კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, აქედან გამომდინარე, მშენებლობის პროექტი უნდა შეთანხმებულიყო კულტურული
მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან. აღნიშნულ სააგენტოში შექმნილია სპეციალური
საბჭო, რომელიც განიხილავს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ობიექტებზე
მშენებლობების და რეკონსრტუქციული სამუშაოების მიზანშეწონილობას. მას შემდეგ, რაც
საბჭო განიხილავს წინადადებებს და მიიღებს გადაწყვეტილებას მშენებლობის პროექტის
მიზანშეწონილობაზე, კულტურული
მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს ნებართვების სამსახური გასცემს შესაბამის
ნებართვას მშენებლობაზე ან ობიექტის რეკონსტრუქციაზე. არცერთი ეს სტადია ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს არ გაუვლია და ეს
პოზიცია ჩვენთან დააფიქსირეს სააგენტოს
ხელმძღვანელმა პირებმა. აქედან გამომდინარე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურთა
ქმედება ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის
განადაგურების ფაქტი, აღნიშნული ქმედება კი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 2592-ე მუხლით. ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ მასალები
მთავარ პროკურატურაში და მოვითხოვთ,
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების გამო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.’’
Комментариев нет:
Отправить комментарий