Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 14 июня 2012 г.

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ განცხადებით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ხელისუფლებისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული დანაშაულებრივ ქმედებებზე


ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მავნე ნივთიერებების გაფრქვევა განახორციელა ჰაერში, რასაც მუშა მუშამოსამხურეთა მოსახლეობის დაშავება და მსხვერპლიც მოჰყვა. ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ საწარმოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 295-მუხლის მესამე პუნქტით ,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება’’ გათვალისწინებული დანაშაულის გამო მასალები გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინიტროებსა და მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა, მაგრამ ყოველივე რეაგირების გარეშე დარჩა. უფრო მეტიც,  საწარმოს მიერ კვლავ გრძელდება მოსახლეობის მოწამვლა მავნე ნივთიერებებით რისი დასტურიც 4 ივნისს მომხდარი ფაქტიც გამოდგება, როცა მთელი ქალაქი  კვამლში მოექცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ბრიფინგი გამართა და  განაცხადა:

,,როგორც ჩანს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ხელისუფლებისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული დანაშაულებრივ ქმედებებზე სხვა რით შეიძლება აიხსნას ის დაუსჯელების სინდრომი რომელიც აღნიშნულ საწარმოს მიმართ არსებობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მესვეურები სამასახურიდან ათავისუფლებენ იმ ადამიანებს ვინც ქარხნის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს და ყველა ხერხებით ცდილობენ მოსახლეობის დაშანტაჟებას რათა არ გამოითქვას პროტესტი უკანონობაზე. ასევე ცდილობენ მოსახლეობას დაუმალონ ის დანაშაულებრივი ფაქტები რომელსაც საწარმო უკვე წლებია ახორციელებს. მართალია, ”ჯორჯიან მანგანუმ ლიმითედის” მესვეურები აცხადებენ რომ მათ ფილტრები დააყენეს ღუმელებზე, მაგრამ არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ შეუმოწმებია ეს ფილტრები აკმაყოფილებენ თუ არა შესაბამის მოთხოვნებს. კვლავ გრძელდება  არასერთიფიცირებული მარგანეცის მადანის გადამუშავება და კვლავ საფრთხეშია ზესტაფონის მოსახლეობა რის გამოც ასევე მატულობს ონკოლოგიურ დავადებათა რიცხვიც, მოგახსენებთ, რომ შარშან 1133 ონკოლოგიური შემთხვევა დაფიქსირდა.  ყოველივე აქედან გამომდინარე:
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მოითხოვს:
1. რეაგირება მოხდეს ,,ეკოლოგიურის სამართლის ცენტრის’’ მიერ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინიტროებს და მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებზე.
2. შეიქმნას ოპტიმალური, უსაფრთხო სამუშაო პირობები მუშა-პერსონალისათვის;
3. შემოწმდეს დაყენებული ფილტების მდგომარეობა სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტუბის მხრიდან.
4,  გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან ჩატარდეს ჰაერის, წყლის და ნიადაგის  კომპლექსური შემოწმება ზესტაფონში საწარმოს ტერიტორიის ირგვლივ.
              5. შეწყდეს არასერთიფიცირებული მარგანეცის მადანის გამოყენება.’’

Комментариев нет:

Отправить комментарий