Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 21 июня 2012 г.

ის, ვინც ეკლესიას დაამცირებს, აუცილებლად დაისჯება.


”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” და ისნის მოსახლეობამ აქცია-პრესკონფერენცია გამართა ისანში, დოდაშვილის მოედანზე, წმინდა იოანე მხედრის ეკლესიასთან, სადაც მათ კომპანია ”ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას” მიერ გაზგასამართი სადგურის მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს. მოსახლეობა აღშფოთებულია იმით, რომ  გაზგასამართი სადგური შენდება მათ საცხოვრებელ სახლებთან, ეკლესიასთან და სკვერთან ახლოს რაც საფრთხის შემცველია. არაერთი თხოვნის მიუხედავად, კომპანიამ მოსახლეობის თხოვნა არ გაითვალისწინა.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, აღნიშნული მშენებლობა ეწინააღმდეგება ”ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს #1-1/2935 ბრძანებას. გარდა ამისა, გაზგასამართი სადგურების მშენებლობა დასახლებულ პუნქტებში არის დაუშვებელი, რადგან ამ ტიპის ნაგებობას თან ახლავს მავნე აირების ემისია, რაც მცირე რაოდენობითაც კი, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ მოსახლეობას.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მოუწოდებს ”ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას”, ხელი აიღოს დასახლებულ პუნქტში, ეკლესიასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რათა აღიკვეთოს აღნიშნული მშენებლობა.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრისთვის” გაუგებარი და აუხსნელია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა აღნიშნულ მშენებლობაზე. ხელისუფლება, რომელიც ეკლესიებზე ლიფტებს აშენებს, წმინდა ადგილებს შეურაცხყოფს და ახლა ისე გათავხედნენ, რომ ღვთის სახლთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვაც გასცეს, აუცილებლად დაისჯებიან, რადგან როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ერთ-ერთი საკვირაო ქადაგებისას  ბრძანა, ვინც ეკლესიას დაამცირებს, აუცილებლად დაისჯება. და ეს, რაც აქ ხდება, ნამდვილად არის ეკლესიის დამცირება’’.

Комментариев нет:

Отправить комментарий