2 მაისს ბუკიას ბაღში ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ მორიგი ვანდალიზმი განხორციელდა. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ 10 -მდე მრავალწლიანი ხე იქნა მოჭრილი, რამაც პარკში მყოფი დამსვენებლების აღშფოთება გამოიწვია.
მოსახლეობის თხოვნით ეკოლოგიური სამართლის ცენტრი ადგილზე მივიდა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ლანდშაფტური და სარეკრეაციო განყოფილება გამოიძახა. როგორც შემდგომში გაირკვა, გაცემულია ნებართვები ჯამრთელი ხეების მოჭრაზეც, რის გამოც ცენტრი აპირებს მერიიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვას და შემდგომ ადმინისტრაციული საჩივრის შეტანას.
Комментариев нет:
Отправить комментарий