Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 17 февраля 2011 г.

ქართული მეაბრეშუმეობის ტრადიცია საბოლოო განადგორების პირას დადგა

„ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა“ სახელმწიფოს მიერ   მეაბრეშუმეობის დარგის განადგურებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
ცენტრის წარმომადგენელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ პრესკონფერენციაზე ამ საკითხთან დაკავშირებული მასალები წარმოადგინა.








,,საქართველოს ხელისუფლების მიერ მეაბრეშუმეობის საძირკვლების განადგურებად შეიძლება შეფასდეს თბილისში აღმაშენებლის ხეივანში  აგრარული უნივერიტეტის დაქვემდებარებაში არსებული 4 ჰექტარზე გაშენებული თუთის ხეების პლანტაციების ეკონომიკის სამინისტროს მიერ პირდაპირი წესით კომპანია ,,თეგეტა მოტორსისთვის’’ მიყიდვა. 4 ჰექტარზე ქართველი მეცნიერების მიერ გაშენებულ უიშვიათეს თუთის ხეების განადგურება უკვე დაწყებულია, რომლის ანალოგი არც საქართველოში და  არც მსოფლიოშია. ამ დღეებში კომპანიის მიერ 180 ძირი ხე უკვე მოიჭრა, დღის წესრიგში 25 სახეობის დარჩენილი 2500 ძირის მოჭრაც დგას. აღნიშნული  ჯიშების შექმნა ქართველი მეცნიერების მრავალწლიანი მუშაობის შედეგია, რისი განადგურებაც მაბრეშუმეობის საძირკვლების განადგურებად უნდა შეფასდეს – განაცხადა ნიკლოზ მჟავანაძემ, ჩვენი ინფორმაციით, ასევე, გაყიდულია აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც შეიძინა კახა ბენდუქიძემ და უახლოეს ხანში საბოოლოო წერტილის დასმას უნდა ველოდოთ არამარტო მეაბრეშუმეობის არამედ აგრარული სექტორის სხვა დარგების მიმართაც.“
„ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მოითხოვს შეწყდეს მეაბრეშუმეობის დარგის განადგურება. რაც შეეხება კომპანია თეგეტა მოტორსს, ცენტრი თხოვნით მიმართავს, მისცენ უფლება ქართველ მეცნერებს მოახდინონ თუთის ხეების გადარგვა მაინც,  წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო მეაბრეშუმეიბის განადგურება გარდაუვალი იქნება.
შესაბამისის წერილები გაიგზავნა კომპანია ,,თეგეტა მოტორსში’’ და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, რათა მეაბრეშუმეობის დარგის სპეციალისტებს მიეცეს უფლება  მოახდინონ დარჩენილი 2500 ძირი ნარგავების გადარგვა და არ იქნეს  გაჩეხილი 2500 ძირი თუთის ხე, ვინაიდან ამით ქართული მეაბრეშუმეობის საძირკვლები განადგურდება და დაიკარგება უნიკალური თუთის ჯიშის ხეები.

Комментариев нет:

Отправить комментарий