”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” კოსტავას ქუჩაზე (ვერის ბაღში) ხეების უკანონო ჭრასთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართა. სამშენებლო სამუშაოების დროს უნებართვოდ იქნა მოჭრილი ჯანმრთლი ხეები. ცენტრი დამნაშავე პირთა დასჯას და სამინისტროს მხრიდან გადამჭრელი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
21 ივნისს ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” გარემოს დაცვის ინსპექციიდან საპასუხო წერილი მიიღო. წერილის თანახმად, ინსპექციის თანამშრომლებმა აღრიცხეს მოჭრილი ხეების სახეობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა. დადგინდა გარემოზე მიყენებული ზიანის რაოდენობა და მასალები, შესაბამისი რეაგირების გატარების მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში.
სამინისტროს მიერ დადგენილ საბოლოო შედეგებს ცენრტი გაცნობისთანავე საზოგადოებას წარუდგენს.
Комментариев нет:
Отправить комментарий