Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

понедельник, 14 февраля 2011 г.

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" "მზიურში" ავტომაგისტრალის მშენებლობას ასაჩივრებს

2009 წელს ქ. თბილისის მერიამ გადაწყვიტა ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. საპროქტო დოკუმენტაციის შედგენაზე ჩატარდა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს ,,საქგზამეცნიერებამ’’.გასულ კვირას ტენდერში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ წარმოადგინა პროექტი რომელშიც აღნიშნულია თუ სად უნდა გაიაროს ჩქაროსნულმა მაგისტრალმა. პროექტის თანახმად მაგისტრალი გადის ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ქალაქ მზიურში და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

















პროექტი ითვალისწინებს 16-მეტრიანი სიგანის მაგისტრალის გატარებას ზოოპარკისა და მზიურის ტყეპარკში. პროექტი ორი ასპექტითაა განსახილველი, პირველი და ძირითადი არის ეკოლოგიის საკითხი, ხოლო მეორე - თბილისის ავტოსატრანსპორტო სისტემის სრულყოფა. 1971 წელს დამტკიცებულ თბილისის რეკონსტრუქციისა და განვითარების გენერალურ გეგმაში, რომლითაც 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ, სატრანსპორტო კომპლექსურ სქემაში ასეთი გზა მოიაზრებოდა, მაგრამ დღემდე ვერავინ გაბედა ტყე-პარკში სატრანსპორტო მაგისტრალის გაყვანა, ვინაიდან ეკოლოგიური დანაკარგი გაცილებით ღირებულია, ვიდრე ხსენებული ავტომაგისტრალი. ამ წლებში ეს ტერიტორია დაეთმო ბავშვთა ქალაქ "მზიურს". ბავშვთა ატრაქციონები და "მზიური " ზოოპარკთან ერთად ჩამოყალიბდა როგორც ლანდშაფტური არქიტექტურისა და ქალაქის ეკოლოგიური უსაფრთხოების ზონა, რომელიც დაცულია საერთაშორისო კონვენციით. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის განხორციელებასაც შეეწირება მწვანე მასივი, ზოოპარკი, "მზიური" და გაბინძურდება ჰაერი. მდინარე ვერეს ხეობა თბილისის ტერიტორიის განიავება-ვენტილაციის ერთ-ერთი ძირითადი არხია. ეს შეიძლება შევადაროთ თბილისის ფილტვებს და მისი დაბინძურება თბილისისთვის ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი იქნება. განა უაზრობა არ იქნება, რომ ხელისუფლებამ 35.0 მილიონი ლარი დახარჯოს იმისთვის, რომ გააუარესოს თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა, ხოლო სატრანსპორტო ორგანიზაციის თვალსაზრისით მივიღებთ გაურკვეველ შედეგს, ვინაიდან მსგავსი პროექტების შესრულებას წინ უნდა უძღოდეს კვლევა, რომელიც პასუხს გასცემდა შემდეგ კითხვებს:რამდენად განტვირთავს ვაკისა და საბურთალოს მიმართულებას ახალი ტრასა. (გაანალიზებული კონკრეტული ციფრებით); რამდენად პრიორიტეტულია თბილისის სატრანსპორტო სისტემის სრულყოფისთვის კიდევ ერთი გრძივი მაგისტრალი, როდესაც ქალაქს აკლია განივი კავშირები. როგორც თბილისში მომძლავრებულმა ნიაღვრებმა დაგვანახა, სასწრაფოდ ჩასატარებელია სანიაღვრე კანალიზაციების რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები. ჩვენი მოთხოვნაა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე მუხლის მესამე ნაწილის, მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თანახმად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული ზემოაღნიშნული სამშენებლო პროექტი ვინაიდან ის პირდაპირ ეწინააღმდეგება ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ გენერალურ გეგმას. ის ტერიტორია სადაც უნდა გაიაროს ჩქაროსნულმა მაგისტრალმა, როგორც ავღნიშნეთ არის ბავშვთა სპორტულ-გამაჯანსაღებელ ქალაქი მზიური და ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია. ეს ტერიტორიები კი თავის მხრივ ქ. თბილისის საკრებულოს დამტკიცებული  გენერალური გეგმის თანახმად შედიან სარეკრიაციო ზონაში (რზ2)-ში სადაც აკრძალულია მონოლითური და რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით გზების მშენებლობა. 













ზემოაღნიშნული მშენებლობით დარღვეულია კონსტიტუციის 37-ე მუხლში და გარემოს დაცვის შესახებ კანონში ასახული მოსახლეობის უფლებები: ”ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი”. ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ  პარლამენტის 1998 წლის 17 ივლისი-ს №1538-რს დადგენილებას. საქართველოს მთავრობის დადგენილებას # 158 - ქ. თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში "მზიურისა" და ზოოპარკის ტერიტორიების გაერთიანების ხარჯზე საზოგადოებრივი მუნიციპალური პარკის მოწყობისა და დარჩენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ღონისძიებათა შესახებ.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნაა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5-ე მუხლის მესამე ნაწილის, მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თანახმად ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მერიის მიერ დამტკიცებული ზემოაღნიშნული სამშენებლო პროექტი.

Комментариев нет:

Отправить комментарий