თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ
საქმეთა კოლეგიამ დაიწყო კიკვიძის პარკში პოლიციის შენობის მშენებლობასთან
დაკავშირებული საქმის განხილვა. ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” ითხოვს სსიპ
თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის გაუქმებას კიკვიძის
ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით და ასევე, პირვანდელი
მდგომარეობის აღდგენას, რაც ითვალისწინებს
საკომპენსაციო დარგვას პოლიციის მშენელობისას გაჩეხილი ხეების ნაცვლად.”ეკოლოგიური
სამართლის ცენტრის” თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით- პროცესზე დაყენებული იქნა შუამდგომლობა,
მოპასუხედ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გარდა თბილისის მერიის ჩართვის
შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა. პროცესზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე
თბილისის არქიტექტურის სამსახური. საქმის
არსებითი განხილვა დაინიშნა 12
ივლისს 11 საათზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий