Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 26 июля 2012 г.

ტყეებში ხანძრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა პირადად მინისტრ ხეთაგურს დაეკისრება


ოთხ წელზე მეტია საქართველოს ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები არ ტარდება. რის გამოც ყოველ ზაფხულს  ტყის მასივებში ცეცხლის კერები მატულობს. როგორც ენერგეტიკისა და ბუნებრივის რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოდან  ჩვენთვის გამოგზავნილი წერილიდან  გახდა ცნობილი  ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები არც წელს ჩატარებულა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის  თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა:  ,,ყოველივე წარმოადგენს საჯარო სმართლის იურიდიული პირის  ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დებულების მეოთხე მუხლის დარღვევას. თავის მხრივ კი ამაზე პასუხისმგებლობა ენერგეტიკისა და ბუნებრივის რესურსების მინისტრს და სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფროსს ალექსანდრე ხეთაგურს აკისრია. მისი ქმედება ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს როგორ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხით (სამსახურეობრივი გულგრილობა) გათვალისწინებული დანაშაული. ტყეებში  ხანძრების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა პირადად მინისტრ ხეთაგურს დაეკისრება იმის გამო რომ მისმა უწყებამ არ გაატარა კანონით გათვალისწინებული ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები.
  ,,ეკოლოგიური  სამართლის ცენტრი’’ მოუწოდებს ხეთაგურის უწყებას ჯერ კიდევ სანამ ცხელი ამინდები დამდგარა   გაატაროს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები ვინაიდან სინოპტიკოსების აზრით აგვისტო ცხელი იქნება და  ხანძრებთან ბრძოლა ტყეებში  ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გაუტარებლობის შემთხვევაში ძალიან ძნელი იქნება.

ნიკოლოზ მჟავანაძე: არ მგონია, ეკლესიასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ ქალაქის მერისთვის სამოთხის კარი გაიღოს


ისანში, დოდაშვილის მოედანზე, კომპანია ”ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას”  მიერ  წმინდა იოანე მხედრის სახელობის ეკლესიასთან,  საცხოვრებელ სახლებთან და სკვერთან ახლოს შენდება გაზგასამართი სადგური.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიასთან ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და ისნის მოსახლეობამ ერთობლივი აქცია-პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენციაზე ცენტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ მისი სამასახურის და მოსახლების პოზიცია დააფიქსირა და განაცხადა:
  ,,ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუსას გიგი უგულავამ მეუფე სერაფიმე  ფაქტიურად ჯოჯოხეთის კარიბჭესთან დააყენა. არ მგონია, ეკლესიასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ ქალაქის მერისთვის სამოთხის კარი გაიღოს, რადგან საქართველოს პატრიარქმა ერთ-ერთი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა ის ვინც ეკლესიას დაამცირებს აუცილებლად დაისჯებაო. ის რაც ისანში ხდება ნამდვილად არის ეკლესიის დამცირება.
 გარდა ამისა თავად აღნიშნული მშენებლობაც ეწინააღმდეგება ”ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს #1-1/2935 ბრძანებას.
გაზგასამართი სადგურების მშენებლობა დასახლებულ პუნქტებში არის დაუშვებელი, რადგან ამ ტიპის ნაგებობას თან ახლავს მავნე აირების ემისია, რაც მცირე რაოდენობითაც კი, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ მოსახლეობას.
 ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით. საჩივარი წარმოებაში იქნა  მიღებული და მისი განხილვა 11 ივლისს ჩაინიშნა.  ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მერიისგან მშენებლობის ნებართვის გაუქმებას და საჩივრის დაკმაყოფილებას ითხოვს. ისნის მოსახლეობის მიერ შეგროვებულია ასევე პატრიარქის სახელზე ასეულობით ხელმოწერები, რათა  საპატრიარქომაც თავისი პოზიცია დააფიქსიროს ამ საკითხზე და თავისი წვლილი შეიტანოს პრობლემის გადაჭრაში.’’

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი მერიის მიერ იპოდრომის სარეკრეციო ზონის განადგურებისთვის მასალებს პროკურატურაში გადაგზავნის


28 ივნისს იპოდრომზე, შ.პ.ს. ”ინვესტ კაპიტალის” კუთვნილ ტერიტორიაზე, მესაკუთრესთან შეუთანხმებლად თბილისის მერიის წარმომადგენლებმა მაისურებით ,,გაამწვანე შენი ქვეყანა’’  დაიწყეს ხეების მასიური ჭრა საავტომობილო გზის გაყვანის მიზნით. ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ არაერთგზისი მოწოდება  შეეწყვიტათ უკანონო ჭრები ხელისუფლებამ ყურად არ იღო. 
ამ  ფაქტთან  დაკავშირებით, ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ ბრიფინგი გამართა და  ორგანიზაციის პოზიცია დააფიქსირა.  ის ტერიტორია სადაც  ამჟამადაც მიდის ხეების მასიური ჩეხვა ეკუთვნის შპს ,,ინვესტ-კაპიტალს’’ რომელმაც თავის მხრივ  ტერიტორია  შპს ,,ჟოკეი-კლუბიდან’’ 2010 წელს შეიძინა.  ,,ჟოკეი-კლუბს’’ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან ხელშეკრულებით ჰქონდა აღებული ვალდებულება რომ ქალაქის საავტომობილო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოყოფდა ტერიტორიას  და აღნიშნული მშენებლობისათვისვე  500 000 აშშ დოლარს დახარჯავდა. ხელშეკრულებითვე განსაზღვრული იქნა, რომ მაგისტრალი საბურთალოს ქუჩის მხრიდან შეურთდებოდა თამარაშვილის ქუჩას.  ხელისუფლებამ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მაგისტრალის გაყვანა თვითნებურად გადაწყვიტა  მათ მიერვე წარმოდგენილი ახალი პროექტით. ხელისუფლების   ამგავრი ქმედებები არის არა მარტო კონსტიტუციით უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების ხელყოფა, არამედ გარემოს წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალური აქტიც. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული გზა გამოეყენებინათ, შეიჭრნენ შუაგულ სარეკრეაციო ზონაში და ასეულობით მწვანე ნარგავი გაანადგურეს. ის რაც მათ ჩაიდინეს არის სისსხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ,,ხე-ბუჩქნარის უკანონო გაჩეხვა’’, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამი წლით.
ხელისუფლების ეს ქმდება ასევე  ეწინააღმდეგება:
1. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მესამე ნაწილს.
2. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ,  #1 დანართის მე-8 პუნქტს
3. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. ქ. თბილისის მერიის დადგენილებას ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.
5. საქართველოს პარლამენტის დადგენილებას საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ.
6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ ნაწილს.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” იპოდრომის სარეკრეციო ზონის განადგურებაში მონაწილე ყველა პასუხიმგებელი პირის დასჯას ითხოვს და ამ დღეებში ამ მოთხოვნით მასალებს პროკურატურაშიც გადააგზავნის. 

ნიკოლოზ მჟავანაძე: ბახმაროს რეაბილიტაციაზე საუბარი ფარსია


2012 წლის 24 ივნისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბახმაროს ესტუმრა და მის რეაბილიტაციაზე ისაუბრა, როგორც მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, სწორედ გუშინ აღმოაჩინა მან ბახმაროს უნიკალურობა: ასეთი ჰავა სხვაგან არ მინახავს და წელსვე ჩემს ოჯახს აქ დავასვენებო.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თავმჯდომარის, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, პრეზიდენტის დაპირება ბახმაროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ფარსია, ვინაიდან ერთი სპორტული მოედანი, ამფითეატრი და ოც კაცზე გათვლილი კერძო ინვესტიციებით გაკეთებული სასტუმრო ნამდვილად არ წარმოადგენს ბახმაროს რეაბილიტაციას. დღეს კურორტზე, პირველ რიგში, მოსაწესრიგებელია წყლის, კანალიზაციის, გაზმომარაგების, ელექტროენერგიის, გზის და საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, ბახვის ხეობაში დაწყებული ხუთი ჰესის მშენებლობა მთლიანად წაართმევს კურორტ ბახმაროს იმ კლიმატურ უნიკალურობას, რითაც ის არის განთქმული. როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტი ვეღარ ხვდება, რომ მას ხალხის გაბრიყვებისა და მოტყუების მეთოდები დაუძველდა.

четверг, 21 июня 2012 г.

სასამართლომ კიკვიძის პარკში პოლიციის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესზე ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ შუამდგომლობა დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დაიწყო კიკვიძის პარკში პოლიციის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული საქმის განხილვა. ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” ითხოვს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის გაუქმებას კიკვიძის ბაღში პოლიციის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებით და ასევე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც ითვალისწინებს  საკომპენსაციო დარგვას პოლიციის მშენელობისას გაჩეხილი ხეების ნაცვლად.”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით-  პროცესზე დაყენებული იქნა შუამდგომლობა, მოპასუხედ თბილისის არქიტექტურის სამსახურის გარდა თბილისის მერიის ჩართვის შესახებ, რომელიც დაკმაყოფილდა. პროცესზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე თბილისის არქიტექტურის სამსახური. საქმის  არსებითი განხილვა  დაინიშნა 12 ივლისს 11 საათზე.

ის, ვინც ეკლესიას დაამცირებს, აუცილებლად დაისჯება.


”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” და ისნის მოსახლეობამ აქცია-პრესკონფერენცია გამართა ისანში, დოდაშვილის მოედანზე, წმინდა იოანე მხედრის ეკლესიასთან, სადაც მათ კომპანია ”ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას” მიერ გაზგასამართი სადგურის მშენებლობის დაწყება გააპროტესტეს. მოსახლეობა აღშფოთებულია იმით, რომ  გაზგასამართი სადგური შენდება მათ საცხოვრებელ სახლებთან, ეკლესიასთან და სკვერთან ახლოს რაც საფრთხის შემცველია. არაერთი თხოვნის მიუხედავად, კომპანიამ მოსახლეობის თხოვნა არ გაითვალისწინა.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, აღნიშნული მშენებლობა ეწინააღმდეგება ”ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს #1-1/2935 ბრძანებას. გარდა ამისა, გაზგასამართი სადგურების მშენებლობა დასახლებულ პუნქტებში არის დაუშვებელი, რადგან ამ ტიპის ნაგებობას თან ახლავს მავნე აირების ემისია, რაც მცირე რაოდენობითაც კი, საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ მოსახლეობას.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მოუწოდებს ”ვისოლ-პეტროლიუმ ჯორჯიას”, ხელი აიღოს დასახლებულ პუნქტში, ეკლესიასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრი გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებას, რათა აღიკვეთოს აღნიშნული მშენებლობა.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრისთვის” გაუგებარი და აუხსნელია თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვა აღნიშნულ მშენებლობაზე. ხელისუფლება, რომელიც ეკლესიებზე ლიფტებს აშენებს, წმინდა ადგილებს შეურაცხყოფს და ახლა ისე გათავხედნენ, რომ ღვთის სახლთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობის ნებართვაც გასცეს, აუცილებლად დაისჯებიან, რადგან როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ერთ-ერთი საკვირაო ქადაგებისას  ბრძანა, ვინც ეკლესიას დაამცირებს, აუცილებლად დაისჯება. და ეს, რაც აქ ხდება, ნამდვილად არის ეკლესიის დამცირება’’.

четверг, 14 июня 2012 г.

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ წლის საპატიო მჩეხველად ალექსანდრე ხეთაგური დაასახელა

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველი წლის განმავლობაში გამოავლინოს წლის საპატიო მჩეხველის ვინაობა. 2011წლის ივნისიდან 2012 წლის ივნისამდე მონაცემებით   წლის საპატიო მჩეხველის ნომინაციაში გაიმარჯვა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, რომლის უწყებამაც საქართველოს ეკოსისტემას უდიდესი ზიანი მიაყენა ტყის სექტორში განხორციელებული ბარბაროსული ქმედებებით.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ. რომელმაც ყოველივეს შემდეგი კომენტარი  გაუკეთა: 
  ,, ერთი წლის წინ განხორციელდა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია, რის შედეგადაც საქართველოს ტყეების უდიდესი ნაწილი 1 961 098 ჰა  გადავიდა საქართველოს ენერგეტიკის  და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვაში. ერთი წლის მონაცემებით, საქართველოს რეგიონების მიხედვით ტყის უკანონო ჭრის სტატისტიკა კუბური მეტრის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება. 1. თბილისი - 20. 000, 2. აჭარის ა.რ. – 29. 000, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე 39. 585, გურიის მხარე 10. 989, იმერეთის მხარე 9. 000,  რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე 14. 000, შიდა ქართლის მხარე-7. 000, მცხეთა-მთიანეთის მხარე-30. 000, კახეთის მხარე 20. 000, ქვემო ქართლის მხარე 8. 000, სამცხე-ჯავახეთის მხარე 37. 000. საბოლოო ჯამში, ერთი წლის მანძილზე უკანონოდ მოიჭრა 224.  574.



ტყეებში არსებული კატასტროფული სიტუაცია არის შედეგი იმ არაპროფესიონალური და დაუდევარი მიდგომისა, რომელსაც ხეთაგურის უწყება იჩენს სატყეო სექტორის მიმართ.  მძიმე მდგომარეობის მიზეზი შეიძლება რამდენიმე კომპონენტად დავყოთ:
1. ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია 1 961  098 ჰა ტყის მასივი აღნიშნულ ტყის მასივებს სამინისტროსვე ინფორმაციით  იცავს 481 ტყის მცველი. თითო მცველს უწევს 4 158 ჰექტარი ტყის მასივის დაცვა რაც არანორმალურ მოვლენას წარმოადგენს. ასეთი რამ არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ ხდება.
2. სამინისტროსვე ინფორმაციით, ტყის მცველებს არ გააჩნიათ არანაირი ტექნიკური აღჭურვილობა და არც  იარაღი, რათა მოახდინონ ტყის მასივების დაცვა.
3. არ კონტროლდება იჯარით გაცემული ტყის მასივებში არსებული მდგომარეობა, კანონით დაშვებული ჭრების გარდა იქაც მიმდინარეობს უკანონო ჭრები. 
4. არ ჩატარებულა და არ ტარდება ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რამაც ზაფხულში შეიძლება ჰექტრობით ტყის მასივების განადგურება გამოიწვიოს.
5. ჩვენ ადრეც და ახლაც ვეწინააღმდეგებით ტყეების გრძელვადიან 49 წლიან იჯარას, სანამ ამ კუთხით კანონმდებლობაში ცვლილებები არ განხორციელდება და არ გაუქმდება ტყების გრძელვადიანი იჯარა, სამომავლოდ რთულ სიტუაციას მივიღებთ.’’                   
    პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ტყის საპატიო მჩეხველის დიპლომი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გადაიგზავნა.