Contact us

Contact us:
0160 Tbilisi (Georgia)
Simon Kandelaki st. 55
Tel: +995 32 386978
E-mail: ecolawcenter@gmail.com

четверг, 14 июня 2012 г.

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ განცხადებით ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ხელისუფლებისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული დანაშაულებრივ ქმედებებზე


ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ მავნე ნივთიერებების გაფრქვევა განახორციელა ჰაერში, რასაც მუშა მუშამოსამხურეთა მოსახლეობის დაშავება და მსხვერპლიც მოჰყვა. ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა’’ საწარმოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 295-მუხლის მესამე პუნქტით ,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება’’ გათვალისწინებული დანაშაულის გამო მასალები გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინიტროებსა და მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა, მაგრამ ყოველივე რეაგირების გარეშე დარჩა. უფრო მეტიც,  საწარმოს მიერ კვლავ გრძელდება მოსახლეობის მოწამვლა მავნე ნივთიერებებით რისი დასტურიც 4 ივნისს მომხდარი ფაქტიც გამოდგება, როცა მთელი ქალაქი  კვამლში მოექცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ბრიფინგი გამართა და  განაცხადა:

,,როგორც ჩანს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ხელისუფლებისგან მწვანე შუქი აქვს ანთებული დანაშაულებრივ ქმედებებზე სხვა რით შეიძლება აიხსნას ის დაუსჯელების სინდრომი რომელიც აღნიშნულ საწარმოს მიმართ არსებობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მესვეურები სამასახურიდან ათავისუფლებენ იმ ადამიანებს ვინც ქარხნის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს და ყველა ხერხებით ცდილობენ მოსახლეობის დაშანტაჟებას რათა არ გამოითქვას პროტესტი უკანონობაზე. ასევე ცდილობენ მოსახლეობას დაუმალონ ის დანაშაულებრივი ფაქტები რომელსაც საწარმო უკვე წლებია ახორციელებს. მართალია, ”ჯორჯიან მანგანუმ ლიმითედის” მესვეურები აცხადებენ რომ მათ ფილტრები დააყენეს ღუმელებზე, მაგრამ არცერთ სახელმწიფო სტრუქტურას არ შეუმოწმებია ეს ფილტრები აკმაყოფილებენ თუ არა შესაბამის მოთხოვნებს. კვლავ გრძელდება  არასერთიფიცირებული მარგანეცის მადანის გადამუშავება და კვლავ საფრთხეშია ზესტაფონის მოსახლეობა რის გამოც ასევე მატულობს ონკოლოგიურ დავადებათა რიცხვიც, მოგახსენებთ, რომ შარშან 1133 ონკოლოგიური შემთხვევა დაფიქსირდა.  ყოველივე აქედან გამომდინარე:
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მოითხოვს:
1. რეაგირება მოხდეს ,,ეკოლოგიურის სამართლის ცენტრის’’ მიერ გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინიტროებს და მთავარ პროკურატურაში გადაგზავნილ მასალებზე.
2. შეიქმნას ოპტიმალური, უსაფრთხო სამუშაო პირობები მუშა-პერსონალისათვის;
3. შემოწმდეს დაყენებული ფილტების მდგომარეობა სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტუბის მხრიდან.
4,  გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან ჩატარდეს ჰაერის, წყლის და ნიადაგის  კომპლექსური შემოწმება ზესტაფონში საწარმოს ტერიტორიის ირგვლივ.
              5. შეწყდეს არასერთიფიცირებული მარგანეცის მადანის გამოყენება.’’

ნიკოლოზ მჟავანაძე: იმედი მაქვს, სასამრთლო პროცესი ჩვენი გამარჯვებით და კიკვიძის პარკში პოლიციის მშენებარე შენობის დემონტაჟით დასრულდება


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’  სარჩელი კიკვიძის პარკში პოლიციის შენობის ასაშენებლად თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 9 მარტის ბრძანების ბათილად ცნობისა და პარკში პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასთან დაკავშირებით. ადმინისტარციული საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მირანდა ერემაძემ   სასამართლო პროცესი 21 ივნისს დღის 10 საათზე დანიშნა.  

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელს ნიკოლოზ მჟავანაძეს  იმედი აქვს, რომ პროცესი მათი გამარჯვებით  და  კიკვიძის პარკში პოლიციის მშენებარე შენობის დემონტაჟით დასრულდება  რადგან თბილისის არქიტექტურის სამასახურის ბრძანება ეწინააღმდგება:
1. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას - ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.
2. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის სკვერების, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ.
3. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. ქ. თბილისის მერიის დადგენილებას ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.
5. საქართველოს პარლამენტის დადგენილებას საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების, ბარებისა და სკვერების დაცვის შესახებ.’’

понедельник, 4 июня 2012 г.

,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ განცხადებით ხელისუფლებას საკუთარ სტრუქტურებში მომუშავე იარაღიანი ხალხისაც კი ეშინია

გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ სატყეო სექტორზე კონტროლი ენერგეტიკის სამინისტროზე გადავიდა. გარემოს დაცვის სამინისტროს მხოლოდ დაცული ტერიტორიებიღა დარჩა გამგებლობაში. ორივე უწყებაში მომუშავე ტყის მცველები ძალზე სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2012 წლის 4 ივნისს ,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის’’ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ მჟავანაძემ ბრიფინგი გამართა და შემდეგი პოზიცია დააფიქსირა.
,,ტყეების დაცვა რეინჯერებს  ბრაკონიერებისგან  შიშველი ხელებით, უიარაღოდ უწევთ. კანონით, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, ისინი იარაღით აღჭურვოს, თუმცაღა დღეს იარაღს მხოლოდ ბუნებრივი რესურსების  და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძვანელები ატარებენ. ხელისუფლებას იმდენად აშინებს იარაღიანი ხალხი, რომ მხოლოდ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს უზრუნველყოფს იარაღის მიწოდებით.   ამის მაგალითად დაცვის კერძო სამასახურების შინაგან საქმეთა სამინტროს საკუთრების დაცვის პოლიციის ქოლგის ქვეშ გაერთიანებაც გამოდგება. ამასთან, ხელისუფლების გეგმებში სულაც არ შედის, დასრულდეს ის განუკითხაობა, რაც  ტყეებში უკანონო ხის ჭრასთანაა დაკავშირებული. გარდა ზემოაღნიშნულისა, რეინჯერებს ფაქტიურად მიზერული ხელფასით უწევთ  დაკმაყოფილება.  მაშინ, როცა რეინჯერის თვიური ხელფასი 430 ლარია,  ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალექსანდრე ხეთაგურის თვიური ხელფასი -7 986 ლარს, ხოლო გარემოს დაცვის მინისტრის, გოგა ხაჩიძის ხელფასი- 5 979 ლარს შეადგენს.’’

ეკოლოგიური სამართლის ცენტრი ლაზიკის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებასა და ხელისუფლების კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს აპროტესტებს


საქართველოს ხელისუფლება გეგმავს კონსტიტუციაში მორიგი ცვლილებების განხორციელებას. ამჯერად საქმე ეხება კოლხეთის ეროვნულ პარკში ლაზიკის უფლებამოსილებისა და სტატუსის განსაზღვრას ორგანული კანონით.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 2012 წლის 29 მაისს პრესკონფერენცია გამართა ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომელმაც საკონტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა: ,,იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სსიპ ”სტრატეგიული განვითარების სააგენტომ” 25 მაისიდან დაიწყო საჯარო განხილვები აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ხელისუფლება აწყობს შეხვედრებს და ქმნის ილუზიას, რომ საზოგადოება მხარს უჭერს აღნიშნულ ცვლილებებს, რის შედეგადაც პრეზიდენტის მიერ წარდგენილი იქნება წინადადებები პარლამენტში კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რასაც დღევანდელი პარლამენტის მორჩილი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კანონპროექტის მომზადებაში ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ყოველივე წინააღმდეგობაში მოდის ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ”თ” ქვეპუნქტთან, მე-10 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-11 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტებთან, მე-12 მუხლის 1-ლ პუნქტთან და ”სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტთან, მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ”ბ”, ”კ”, ”პ” ქვეპუნქტებთან და მე-3 პუნქტთან, მე-13 მუხლის  მე-3 პუნქტთან.

აღნიშნული კანონების თანახმად, თვითმმართველი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების საფუძველზე. ქალაქის შექმნის ინიცირებისას უნდა გათვალისწინებულიყო კანონის მოთხოვნები სარეკრეაციო ზონების განვითარებასთან დაკავშირებით და უზრნველყოფილი უნდა ყოფილიყო ნიადაგის, წყლის, ფლორის, ფაუნისა და კლიმატის შენარჩუნება და დაცვა. მაშინ, როცა არ ჩატარებულა ექსპერტული კვლევები, თუ რამდენად ვარგისია ტერიტორია მშენებლობისათვის, სანაპირო - დიდი გემების მისაღებად, მაშინ, როცა არ არის გაკეთებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება, სივრცითი მოწყობის გეგმა, ხელისუფლება წინდაუხედავად აპირებს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას.
წარმოდგენილი საკონსტიტუციო კანონპროექტით ირღვევა რამსარის საერთაშორისო კონვენცია, ვინაიდან აღნიშნული კონვენციით დაცულია კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორია და წყალჭარბი ტერიტორიების დაცვა და მდგრადი გამოყენება უზრუნველყოფილია აღნიშნული კონვენციით. გარდა ამისა, 2007 წლიდან კოლხეთის ეკოსისტემა შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
იმისათვის რომ ხელისუფლებამ რამსარის კონვენციის დარღვევა თავიდან აიცდინოს გუშინ პარლამენტში შევიდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრების შეცვლას ითვალისწინებს, კერძოდ, პარკის საზღვრები მცირდება. კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრების შეცვლით ჩვენ გარემოზე უარყოფით გავლენას მაინც ვერ ავიცილებთ.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” კიკვიძის ბაღში მიმდინარე მშენებლობას სასამართლოში ასაჩივრებს

2012 წლის 22 მაისს ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრის” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს წინ ბრიფინგი გამართა. 2012 წლის თებერვალში ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა”, მოსახლეობასთან ერთად ერთვიანი ბრძოლის შედაგად შეინარჩუნა კიკვიძის პარკში არსებული გამწვანებული ტერიტორია, თუმცა ხელისუფლებამ მაინც მოახერხა ძალის დემონსტრირების ხარჯზე კიკვიძის პარკში ათეულობით მრავალწლიანი წიწვოვანი  ჯიშის ხის მოჭრა და მის ადგილას თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურმა პოლიციის შენობის აღმართვის ნებართვა გასცა. ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრმა” ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა თბილისის მერიაში აღნიშნული ნებართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით. გუშინ მერიიდან მივიღეთ პასუხი, სადაც აღნიშნულია, რომ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დღეს ”ეკოლოგიური სამართლის ცენტრს” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეაქვს სარჩელი, რომლითაც ვითხოვთ სსიპ ”თბილისის არქიტექტურის სამსახურის” პროექტის შეთანხმების ბრძანების ბათილად ცნობას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, მათ შორის- მოჭრილი ხეების სანაცვლოდ ახალი ნარგავების დარგვას.

ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება:
1. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ, რომლის #1 დანართის მე-8 პუნქტის თანახმად, სარეკრეაციო ზონა 2-ში (რომელსაც მიეკუთვნება კიკვიძის პარკის ტერიტორია), განაშენიანების ძირითადი და დასაშვები სახეობების ჩამონათვალში არ არის ნახსენები შ.ს.ს.-ს ადმინისტრაციული შენობა ან რაიმე მსგავსი.
2. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის სკვერების, პარკების, ტროტუარებისა და სპორტულ-სათამაშო მოედნების პრივატიზაციის შეჩერების და მათ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის შესახებ.
3. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ.
4. ქ. თბილისის მერიის დადგენილებას ქ. თბილისის ტერიტორიაზე პარკების, ბაღების, სკვერებისა და გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობისა და პერსპექტიული გაფართოების ღონისძიებათა შესახებ.
5. საქართველოს პარლამენტის დადგენილებას საქართველოს დასახლებულ პუნქტებში გამწვანების ზონების, პარკების ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ.
6. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მესამე ნაწილს.

понедельник, 21 мая 2012 г.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” უგულავას ჭყონდიდელის ქუჩის მაცხოვრებელთა დახმარებას სთხოვს


წლებია, ნაძალადევის რაიონის ჭყონდიდელის ქ. #16 კორპუსი წყლისგან იტბორება. გრუნტის წყლები კორპუსის საძირკვლებში შედის, რაც საფრთხეს უქმნის აღნიშნული კორპუსის მდგრადობას. მსგავსი პრობლემებია იქვე მდებარე დადიანის ქუჩაზე არსებულ კორპუსებშიც. ჭყონდიდელის ქუჩის მაცხოვრებლებმა 2011 წლიდან 2012 წლამდე თბილისის მერიაში ათეულობით წერილი შეიტანეს დახმარების თხოვნით, თუმცაღა პასუხად მერიიდან მხოლოდ დაპირებები მიიღეს, რომ მერია აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლებს დახმარებას აღმოუჩენდა, რეალურად კი მსგავსი რამ არ მომხდარა. თუკი უახლოეს პერიოდში კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არ გაკეთდება სანიაღვრე სისტემის და კოლექტორების სამუშაოები, არ არის გამორიცხული ჭყონდიდელის ქ. #16 კორპუსი ავარიული სახლების რიცხვში შევიდეს.
”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” მოუწოდებს მერიას უმოკლეს დროში მოაწყოს კორპუსის ირგვლივ სანიაღვრე სისტემები.

”ეკოლოგიური სამართლის ცენტრი” გოგა ხაჩიძეს უმოქმედობაში ადანაშაულებს


,,ეკოლოგიური სამართლის ცენტრის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურთა ქმედება ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადაგურების ფაქტი, აღნიშნული ქმედება კი ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 2592-ე  მუხლით.  ჩვენ უკვე გადავაგზავნეთ მასალები მთავარ პროკურატურაში და  კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროში’’.    
აქციის დასასრულს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე შედგენილ განცხადებას ხელი მოაწერეს და სამინისტროს კანცელარიაში ჩააბარეს მოთხოვნა: შეჩერდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის   განადგურება.